2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.

სებ-ი სავალუტო ბაზარზე ჩაერია, რადგან კურსის რყევის ამპლიტუდა გაიზარდა. მიმოქცევიდან  50 მლნ ლარი ამოიღო. 1 აშშ დოლარი 2,68 ლარად გაყიდა. 

ბლუმბერგზე  ოთხშაბათის ვაჭრობაზე  ლარმა1%-ზე მეტი დაკარგა.  2.64 -დან 2.7-მდე გაუფასურდა. 

ბაზარი სებ-ის ინტერვენციის შემდეგ ლარის გაწონასწორებას ელის, თუმცა ჯერ არავინ იცის ეროვნული ვალუტა წონასწორობის რომელ ახალ წერტილს აირჩევს.