თბილისი (GBC) - სებ-ის საბჭო, რომელსაც 3 ვიცე-პრეზიდენტი (გაგუა, მესტვირიშვილი, ლეჟავა) ტოვებს, 2 წევრით ივსება. პარლამენტმა ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები დაამტკიცა.

დამტკიცებამდე მათზე გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდნენ და მხარდაჭერაც ვერ მიიღეს. 

ყეინიშვილის და ხომერიკის შესვლის შემდეგ, საბჭოში, კიდევ 2 ვაკანტური ადგილი რჩება და ჯერჯერობით გენდერუ ბალანსი დარღვეულია. 

სანქცირების წესში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება გახდა ვიცე-პრეზიდენტების დემარშის საბაბი. სამივემ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ გადაწყვეტილება 19.09-ში მიიღეს და საზოგადოებისთვის 20 სექტემბერს გახდა ცნობილი. ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ყოველი მათგანი საქმიანობას განაგრძობს ნოემბრის ბოლომდე, მ.შ. ლეჟავა 21/11-მდე და ნიკოლოზ გაგუა 27/11-მდე. 

საბჭო ქმედუუნარო ხდება, როცა წევრთა რაოდენობა 5-ს ჩამოსცდება ახლა 5-ს აცდენილია.