GE EN
პოლიტიკა
„საქართველო ვასალობას არ დაუბრუნდება“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკის და ოპოზი...

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ პარტნიორებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა საქართველოსთვის მიუღებელია.„მინდა ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა. საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მან მაგალითად გერმანელი პოლიტიკოსის, ფრიდრიხ მერცის განცხადება მოიყვანა უკრაინის მიერ ტერიტორიების შესაძლო დათმობაზე და მოლდოვის პრეზიდენტის პოზიცია რუმინეთთან ინტეგრაციაზე, რაც პაპუაშვილის შეფასებით, „სახელმწიფოს გაუქმების“ ტოლფასია.პაპუაშვილმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ოპოზიცია, მათ „სატელიტებ„საქართველო ვასალობას არ დაუბრუნდება“ - პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩსა და ოპოზიციას „სალონურ მართვაში“ ადანაშაულებსი“ და „ვასალები“ უწოდა.„ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის. რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოს დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე“, - აღნიშნა მან.29 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის კიდევ ერთი სამიზნე გერმანიის მთავრობა გახდა. დაპირისპირების მიზეზი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციაა, სადაც საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული. პაპუაშვილმა ეს ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა და გერმანიას „ბნელ წარსულში“ დაბრუნების მცდელობაში დასდო ბრალი.„გერმანიის მთავრობა თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს. გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა. აქ სულელი არავინაა, ქართველები გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი არ ვართ“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის მხარეს რუტინულად გაუგზავნის პროტესტის ნოტებს, ვიდრე აღნიშნული „სუვერენიტეტის ხელყოფა“ არ აღმოიფხვრება.თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ დაიძაბა. ვაშინგტონმა მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში დაიწყო, რასაც მოჰყვა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ფინანსური დახმარების გაყინვა. კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი არ აღიარებს. ამჟამად ბრიუსელი თბილისს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება „შიდა საქმეებში ჩარევად“ აფასებს.ამ მოვლენების ფონზე, ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ წევრებმა, უკრაინამ და მოლდოვამ, ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიეს: 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან 2024 წლის ოქტომბერში მოლდოვამ რეფერენდუმით დაადასტურა ევროპული კურსი, რასაც ბრიუსელის მხრიდან მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი მოჰყვა.

1777454396

კობახიძე: უკრაინასა და მოლდოვასთან საქართველოს შედარება „ცარიელი სპეკუ...

კობახიძემ განცხადება გააკეთა უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების საქართველოსთან წინ დაყენება რეალობას მოკლებულია.„ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. 2022 წლის შემდეგ პროცესები მძიმედ განვითარდა - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. რაც შეეხება მოლდოვას, ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად აუცილებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი აკრძალვა, რისთვისაც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.კობახიძემ ოპოზიციური ერთობა გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას შეადარა.„თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური გაერთიანება. ჩვენი სურვილია, რომ ამ ოთხი რადიკალური არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. არ შეიძლება მუდმივად ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ჩვენი ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ოპოზიცია. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნა ეფუძნება მათ წარსულ საქმიანობასა და მუდმივ „საბოტაჟს“. მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილია მრავალი არგუმენტი, მათ შორის „ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი და მედიის მიტაცება“. კობახიძის მოსაზრებით, რადიკალური ძალების ჩამოშორების შემდეგ, 2028 წლისთვის ასპარეზი „ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს“ დაეთმობა.საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე და დააზუსტა კომუნიკაციის ვადები.„ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით“, - დასძინა მან.

1777453693

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის ახალი მთავრობა დაამტკიცა

კენჭისყრის შედეგად, აჭარის მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი: ედნარ ნატარიძე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი: ნინო ნიჟარაძე განათლებისა და სპორტის მინისტრი: მაია ხაჯიშვილი კულტურის მინისტრი: ელისო ბოლქვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრი: დენის სალუქვაძე ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ რეგიონში დაწყებული ყველა სტრატეგიული პროექტი გაგრძელდება. მისი განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ჯანდაცვა, განათლება და ტურიზმის განვითარება.აღსანიშნავია, რომ მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

1777371558

ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა...

აღნიშნული პროფილების არაავთენტურობა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოებმაც დაადასტურეს. გარდა ამისა, საუბარია სხვა გარემოებებზეც, რომლებიც პროფილის საეჭვოობაზე მიუთითებს:ორივე პროფილი აპრილშია შექმნილი და ორივეს „ჩვენს შესახებ“ განყოფილებაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვს მითითებული.რობინ დანიგანს ლინკდენის პროფილზე მითითებული აქვს, რომ გადამგარი ელჩია, ხოლო ახლადშექმნილ ფეისბუქსა და ტელეგრამ არხზე ის მოქმედ ელჩადაა მითითებული, ფეისბუქის პროფილი კი მხოლოდ საქართველოში ამერიკის საელჩოს პოსტებს აზიარებს.რობინ დანიგანის სახელით შექმნილი პროფილი ძირითადად საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის პოსტებს აზიარებს, რაც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უფრო მაშინ, როცა დანიგანი სოციალურ მედიაში არც მაშინ იყო აქტიური, როცა ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის 5 ივნისს კი ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გასვლას აპირებდა.ბრიტანეთის ელჩის ფეისბუქზე კი პოსტები საერთოდ არ იძებნება.ორივე დიპლომატის საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვთ მითითებული, რომლითაც მათთან კომუნიკაციაა შესაძლებელი და რომელიც მათ არ ეკუთვნით. კიბერუსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლელმა დიპლომატებმა რუსული ტელეგრამ არხი საჯარო კომუნიკაციისთვის გამოიყენონ.

1777363282

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელე...

მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, წლების განმავლობაში, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობდა.მისი დანიშვნა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე განხორციელდა.

1777360838

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას „ანტიევროპული რიტორიკის“ გამო აფრ...

დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი ელჩის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან საქართველო „ბნელ წარსულში“, მათ შორის სამოქალაქო ომისა და კორუფციის ხანაში დაბრუნების რისკზე გააფრთხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეს შეფასება „პირდაპირ მუქარად“ აღიქვა და დიპლომატის უწყებაში დაბარება მოითხოვა.ორშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საელჩომ გაავრცელა მკაცრი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზას აშორებს.„ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, - ნათქვამია დოკუმენტში.თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა და ელჩის განცხადებები „ძირს უთხრის ნდობას პარტნიორებს შორის“.ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებდა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი და დემონსტრაციების ძალისმიერი ჩახშობა მოჰყვა.საპასუხოდ, ბრიუსელმა უკვე გადადგა რამდენიმე სადამსჯელო ნაბიჯი: შეჩერდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი შეწყდა ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის გაუქმდა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის ამჟამად ევროკავშირში განიხილება ინდივიდუალური სანქციების დაწესება ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 2023 წლის დეკემბრიდან ფლობს, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ ინტეგრაციის პროცესი ამჟამად ფაქტობრივად გაყინულია.

1777293728

სომხეთმა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულებაზე შეთანხმებას...

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრე ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან საზღვრის დადგენა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.„ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ამ თემაზე. ამით სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საზღვრების საბოლოო საერთაშორისო აღიარება სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად მოახდინოს რესურსების ფოკუსირება ქვეყნის განვითარებაზე.საქართველოსთან ერთად, ფაშინიანმა მიმოიხილა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაციის პროცესიც. მან მაგალითად მოიყვანა უკვე დემარკირებული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც სამხედრო შენაერთები მესაზღვრეებმა ჩაანაცვლეს. ფაშინიანის თქმით, ერევნის მიზანია, ყველა სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ქვეშ გადავიდეს, რაც რეგიონში მშვიდობის დამყარების სიმბოლო იქნება.საქართველოსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაახლოებით 224 კილომეტრია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში დელიმიტირებული არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მხარეებმა გაააქტიურეს მუშაობა საზღვრის სრულ დადგენაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების დეკლარაციას ეფუძნება.ფაშინიანის განცხადებით, რეგიონი „ისტორიულ ცვლილებებს“ განიცდის, რაც სამხედრო ესკალაციის რისკების შემცირებასა და სასაზღვრო ზონების სამოქალაქო კონტროლზე გადასვლას გულისხმობს.

1777289507

ისრაელში საქართველოს ელჩის პოსტზე ბექა დვალის კანდიდატურა წარადგინეს

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ბექა დვალმა ისრაელში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა გადაიბაროს.ამავე პერიოდიდან, როტაციის ფარგლებში, დვალი ტოვებს ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩის პოსტს. პრემიერ-მინისტრის მეორე განკარგულებით, პრეზიდენტს უკვე წარედგინა წინადადება მისი ავსტრალიიდან გათავისუფლების შესახებ, რაც „სხვა თანამდებობაზე გადაყვანას“ უკავშირდება.ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლისა და „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული ნორმები ითვალისწინებს მთავრობის მიერ კანდიდატურის წარდგენას და პრეზიდენტის მიერ მის საბოლოო დანიშვნას.ბექა დვალი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს ავსტრალიაში, ფიჯიში, კირიბატსა და ოკეანეთის სხვა ქვეყნებში. მის ისრაელში გადაყვანას წინ უძღვის ახლო აღმოსავლეთში არსებული დინამიკური გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ისრაელი საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

1777284163

პარლამენტში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწ...

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ცვლილებით მოხდება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების გზით ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება.მისივე ინფორმაციით, ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიკურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება.“ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოების გამართულ, ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება დანაშაულის ხერხები და საშუალებები. შესაბამისად, მუდმივ დახვეწასა და ტრანსფორმაციას საჭიროებს სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკა, დანაშაულთან ბრძოლის მიდგომები და მეთოდები.არსებული სამთავრობო სტრუქტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს არ ითვალისწინებს. ამავე დროს, სამართალდაცვითი ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე უწყებაში. აღნიშნული უწყებების ოპერატიული კოორდინაციის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული მაკოორდინირებელი უწყება მთავრობის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებაა.ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიკურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება“, - ნათქვამია კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათშისამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შემდეგ, პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ მდინარაძის წერილობითი განცხადება უკვე წარედგინა.

1777279931

ევროკავშირმა ყირგიზეთს მეორადი სანქციები დაუწესა

„ევროკავშირი უგულებელყოფას არ გაუკეთებს მესამე ქვეყნების იმ ექსპორტიორების მიერ სანქციების სისტემატური გვერდის ავლის შემთხვევებს, რომლებიც რუსეთში ევროკავშირის სანქცირებული საქონლის რეექსპორტს ახდენენ. დღეს ევროკავშირმა აამოქმედა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ იმ მოთხოვნების სისტემატური და განმეორებითი შეუსრულებლობის გამო, რაც ეხება ევროკავშირიდან იმპორტირებული გარკვეული ჩარხებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის რუსეთში გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აღკვეთას, რომლებიც რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოებისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.ყირგიზეთში ექსპორტის აკრძალვის ქვეშ მოხვდა ნებისმიერი რიცხობრივი პროგრამული მართვის მქონე მოწყობილობა და რადიოაპარატურა.„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავაჭრო მონაცემების საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, რომელიც მოწმობს ყირგიზეთის გავლით რუსეთში მაღალი პრიორიტეტულობის მქონე გავრცელებული საქონლის რეექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე“, - აღნიშნეს ევროკავშირის საბჭოში.ევროკავშირმა ასევე დააწესა აკრძალვა ტრანზაქციებზე ყირგიზეთის კიდევ ოთხ ბანკთან. 2025 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ ყირგიზული ბანკები: „ტოლუბაი“ და „ევრაზიული შემნახველი ბანკი“.ყირგიზეთის ხელისუფლებას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.თებერვალში Bloomberg წერდა, რომ ევროკავშირი ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავდა.ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა, 2025 წლის აგვისტოში გამოცემა „კაბართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის „არცერთი ფაქტი“ არ არსებობს. „რომ არსებობდეს, მაშინ ის ქვეყნები, რომლებიც პრეტენზიებს გვიყენებენ, წარადგენდნენ მტკიცებულებებს. ასეთი საკითხი არ არსებობს. პირიქით, არსებობს ფაქტები, რომ თავად ის სახელმწიფოები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დააწესეს, პირდაპირ თანამშრომლობენ მასთან მილიარდობით დოლარის მოცულობით“, - თქვა მან.ყირგიზეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მეორადი სანქციების დაწესება საგულისხმოა საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყანა ქართული ექსპორტისთვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად იქცა.საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი – $203.2 მილიონი, ყირგიზეთი – $190.9 მილიონი და რუსეთი – $145.5 მილიონი.ყირგიზეთის მოხვედრა უმსხვილეს პარტნიორებს შორის ძირითადად რეექსპორტის, კერძოდ კი ავტომობილების გაყიდვების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ევროკავშირის მიერ ყირგიზეთისთვის დაწესებული შეზღუდვები ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და საბანკო ტრანზაქციებზე, შესაძლოა, ირიბად აისახოს რეგიონულ სავაჭრო დინამიკაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელი ყირგიზეთს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ დერეფნად მიიჩნევს.

1777027794