თბილისი (GBC) - იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $15.2 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $4.5 მლრდ შეადგენს (34.0 %-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $10.7 მლრდ (33.3%-ით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, $6.1 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($607.5 მლნ.), აზერბაიჯანი ($541.7 მლნ.) და რუსეთი ($530.3 მლნ.).

ამ პერიოდში, ათმა უმსხვილესმა საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.4 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1.9 მლრდ), რუსეთი ($1.4 მლრდ) და ჩინეთი ($921 მლნ.).