თბილისი (GBC) - იანვარ-თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ გაყიდული ღვინის რაოდენობამ $34.5 მლნ-ს 11.7 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც ფულად გამოსახულებაში 3.9%ით მეტი, ხოლო რაოდენობაში 3.8%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022იან-თებ: $33.2მლნ-ს 11.3 მლნ ლიტრი).

ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. როგორც შარშან, ისე წელს 1 ლიტრი ქართული საექსპორტო ღვინის ფასი საშუალოდ 2.94 დოლარია.

ღვინის საიმპორტო პარტნიორები კი შემდეგია:

1) რუსეთი - $23.9 მლნ-ს 5.6 მლნ ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 69%).

2) უკრაინა - $1.8 მლნ-ს 624 ათასი ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 5.2%).

3) პოლონეთი - $1.7 მლნ-ს 685.2 ათასი ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 4.9%).