თბილისი (GBC) – თურქეთის ცენტრალური ბანკის საფინანსო პოლიტიკის საბჭომ 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ – 10,5%–დან 9%–მდე შეამცირა მონეტარული განაკვეთი. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu წერს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულატორმა ოთხჯერ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი: აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ამ პერიოდში განაკვეთი 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის შემდეგი სხდომა 22 დეკემბერსაა ჩანიშნული.

რეგულატორში აღნიშნეს, რომ თურქეთის ეკონომიკაში, მათ შორის დასაქმების მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.