თბილისი (GBC) – აშშ და ირანი საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში არიან, რადგან ბოლო დღეებში ორივე მხარემ მიიღო შუამავლების მიერ მომზადებული შეთავაზება ზავის დადგომაზე და მეორე ეტაპზე მუდმივი შეთანხმებებისთვის მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ძირითადი უთანხმოებები კვლავ არსებობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც საშუალებას მისცემს ირანს დროებით შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გადაიხედოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება. ამ ნაბიჯმა საერთაშორისო საბირჟო დინამიკაზეც მოახდინა მკვეთრი გავლენა და ფასებზე მკვეთრი ვარდნის მიმართულებით იმოქმედა.

ერთ-ერთი შუამავალი, შაბაზ შარიფიის ხელმძღვანელობით პაკისტანი, ითხოვს, რომ შეთანხმება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივი ვადით – საუბარია დაახლოებით 45-დღიან ზავზე, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. ეს წინადადება მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, პირველ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი გრძელვადიან დილოგზე გადასვლას.

ირანელი მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ არ მიიღებენ მხოლოდ დროებით ზავს და ეწინააღმდეგებიან ჰორმუზის სრუტის შეზღუდვას, თუ არ მოჰყვება უფრო ღრმა შეთანხმება. თეირანი 10 კონკრეტულ წინადადებას აყენებს, რომლებიც დაკავშირებულია თავდასხმების სრულ გამორიცხვასთან, დაზარალებულთა კომპენსაციასთან და სანქციების მოხსნასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებსაც.

ირანმა ასევე უარი განაცხადა ნებისმიერი დროებითი შეწყვეტის წინადადებაზე და დააყენა წინაპირობები მუდმივი განხილვისთვის, მოითხოვს, რომ შეტევები აშშ-ის მხრიდან არ განმეორდეს და ითხოვს ჰორმუზის სრუტის მართვის უფლებას, მათ შორის გადასახადების შემოღების შესაძლებლობას ტანკერებისთვის, რომლებიც ამ სტრატეგიულ ზონაში იმოძრავებენ.

ემავე კონტექსტში ვაშინგტონი აცხადებს, რომ შეთანხმება და ზავი დროთა განმავლობაში შესაძლოა გაფართოვდეს უფრო ხანგრძლივი დიპლომატიური შეთანხმებისკენ, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას და რეგიონში სტაბილურობის დამყარებას.

ირანის მოთხოვნები, რომ შეთანხმება აღიარებული იყოს მხოლოდ მუდმივ და არა დროებით ზავად, ნათელს ხდის, რომ მხარეებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარება მეტისმეტად ხანგრძლივი და რთული იქნება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმებისა, ძირითადი დაპირისპირების და შეთანხმების პირობების მკაფიოდ ჩამოყალიბება აქტუალურ გამოწვევად რჩება, რაც ამ პროცესს მეტად ართულებს.

რა სურს ვაშინგტონს

· ურანის გამდიდრების მკაცრი მონიტორინგი და 60%-ზე ზემოთ გამდიდრების შეჩერება

· საერთაშორისო ინსპექტორების შეუფერხებელი წვდომა ობიექტებზე

· რეგიონში ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების აქტივობის შემცირება

· ბალისტიკური პროგრამის საკითხის ცალკე მოლაპარაკებებზე გატანა

რა სურს თეირანს

· ენერგეტიკულ და საბანკო სექტორზე სანქციების ეტაპობრივი მოხსნა

· გაყინული აქტივების განბლოკვა

· ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შერბილება

· უსაფრთხოების გარანტიები, რომ აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად აღარ გავა