თბილისი (GBC) - 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, პანდემიის წელთან შედარებით ,,აგროჰაბი’’ შემოსავალს 22.5%-ით 154.3 მლნ ლარამდე ზრდის.
შემოსავლის ზრდასთან ერთად კომპანიას 126.2 მლნ ლარამდე ეზრდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი. შესაბამისად კომპანიამ 2021 წლის საერთო მოგება 28.1 მლნ ლარი დააფიქსირა, რაც 7.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.
2020 წელს კომპანიის საკურსო სხვაობით მიღებული ზარალი 2.4 მლნ ლარს შეადგენდა. 2021 წელს კი ამ ნაწილში კომპანიის მოგება 1.2 მლნ ლარია. კომპანიას ასევე გაეზარდა არასაოპერაციო შემოსავალი და 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 3.5 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წელს კომპანიას 291%-ით 12.3 მლნ ლარამდე გაეზარდა წმინდა მოგება.
მოგების ზრდასთან ერთად 2021 წელს კომპანიას 11.6%-ით 65.5 მლნ ლარამდე გაეზარდა აქტივები, ხოლო 243%-ით 17.5 მლნ ლარამდე კაპიტალი.
საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 51.7%-ით შეამცირა შრომის ანაზღაურების ხარჯი. 2021 წელს კომპანიამ ამ კომპონენტში 4 მლნ ლარი დახარჯა.
აგროჰაბი 2015 წლის 9 ოქტომბრიდან კომპანია ფუნქციონირებდა როგორც შპს „ფერმა მარკეტი“. კომპანიამ დასახელება შეიცვალა 2016 წლის 21 ნოემბერს.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა და მისი 100% წილის მფლობელია აკაკი ახვლედიანი.
აგროჰაბი |
2021 |
2020 |
% |
შემოსავალი |
254.3 |
125.9 |
22.5 |
რ.ს.თ |
(126.2) |
(99.8) |
26.5 |
საერთო მოგება |
28.1 |
26.1 |
7.4 |
წმინდა მოგება |
12.3 |
3.2 |
291 |
აქტივები |
65.5 |
58.7 |
11.6 |
კაპიტალი |
17.5 |
5.1 |
243 |
შრომის ანაზღაურება |
4 |
8.3 |
-51.7 |
თანხა მლნ ₾