თბილისი (GBC) – ივნისის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ჯამურმა, სამივე პორტფელის მოცულობამ ₾7.08 მლრდ შეადგინა, საიდანაც 98.8% კონსერვატიულ პორტფელზე მოდის.
კერძოდ, ნაკლებრისკიანი პორტფელის ზომამ ₾6.997 მლრდ შეადგინა, საიდანაც სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე 59.4% იყო განთავსებული.
კონსერვატიული - ბაზისბანკი, პროკრედიტ ბანკი, ჰალიკბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ტერაბანკი, სილქ ბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი * საქართველოს ერ - ფონდის ზომა, ლარი 6,997 მლნ - სადეპოზიტო სერთიფიკატები/ვადიანი ანაბრები, 59.4%
საშუალორისკიანი პორტფელის ზომა ₾40.5 მლნ იყო, საიდანაც 56.4% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში იყო დაბანდებული.
ხოლო, მაღალრისკიანი პორტფელის ზომამ ₾43 მლნ შეადგინა, საიდანაც სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებზე პორტფელის 38.6% იყო განთავსებული.
გასათვალისწინებელია, რომ ფონდი ჯამში თანხას 10 კომერციულ ბანკში ათავსებს, თუმცა საშუალორისკიან პორტფელს მხოლოდ 9-ში, ხოლო მაღალრისკიანს 8-ში.
საპენსიო პორტფელის განაწილება ბანკებში, ივნისი, 2025:
ბანკი |
ნაკლებრისკიანი, კონსერვატიული პორტფელი |
საშუალორისკიანი, დაბალანსებული პორტფელი |
მაღალრისკიანი, დინამიური პორტფელი |
ბაზისბანკი |
ü |
ü |
ü |
პროკრედიტ ბანკი |
ü |
ü |
ü |
საქართველოს ბანკი |
ü |
ü |
ü |
ლიბერთი |
ü |
ü |
ü |
თიბისი ბანკი |
ü |
ü |
ü |
ტერაბანკი |
ü |
ü |
ü |
კრედო ბანკი |
ü |
ü |
ü |
პაშა ბანკი |
ü |
ü |
ü |
ჰალიკ ბანკი |
ü |
ü |
|
სილქ ბანკი |
ü |
|
|
წყარო: საპენსიო ფონდი
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანების შესაბამისად, საპენსიო ფონდის ფულადი სახსრები და დეპოზიტები განთავსებული აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ისეთ კომერციულ ბანკებში, რომელთაც აქვთ სულ მცირე ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.
საკრედიტო რეიტინგის მქონე ბანკების სია მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ზემოთ ჩამოთვლილი ბანკებით. საპენსიო ფონდი არ აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას სადეპოზიტო სერტიფიკატების კომერციულ პირობებთან დაკავშირებით.