თბილისი (GBC) - ფინანსური ანგარიშის თანახმად 2021 წელს, პანდემიის წელთან შედარებით (2020) შპს ,,ასკანელი ძმების’’ საერთო მოგება 39.1%-ით 29.4 მლნ ლარამდე იზრდება.

აქედან ამონაგები გაზრდილია 36.9%-ით 85.2მლნ ლარამდე, ხოლო თვითღირებულება 36.8%-ით 55.8მლნ ლარამდე.

კომპანიამ 62.3%-ით გაზარდა წმინდა მოგება და 2021 წელს 17 მლნ ლარი დააფიქსირა.

მოგებასთან ერთად ,,ასკანელი ძმები’’ მნიშვნელოვნად ზრდის აქტივების მოცულობას. 2021 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიამ 62%-ით 132.4 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები.

რაც შეეხება კაპიტალს, კომპანიამ 2021 წელს 57მლნ ლარი დააფიქსირა,რაც  42.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

კომპანიამ 28.2%-ით 6.8მლნ ლარამდე გაზარდა თანამშრომელთა ხელფასები და სარგებელი. თუმცა 75%-ით 2.5 მლნ ლარამდე შეამცირა ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები.

,,ასკანელი ძმები’’ როგორც 2022 წლის იანვარ-სექტემბრის, ასევე 2021 წლის იმავე პერიოდის ტოპ 5 ღვინის ექსპორტიორ კომპანიებში დაფიქსირდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბრის ხუთი უმსხვილესი ღვინის ექსპორტიორი ასე გამოიყურება:

სს ბადაგონი; შპს Bolero & Company; შპს GVMT Group; შპს ასკანელი ძმები; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტიორები კი ასე გამოიყურებოდნენ:

სს ბადაგონი; სს თბილღვინო; სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა; შპს ასკანელი ძმები; შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა.

კომპანია დაფუძვნდა 1998 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინომასალებისა და სპირტის წარმოება, რეალიზაცია. კომპანიის ამონაგების 83% ფორმირდება რუსეთის და უკრაინის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებით (აქედან 76% - რუსეთი; 7% - უკრაინა).

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია :

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი 45%;

გოჩა ჩხაიძე 55%;

ასკანელი ძმები /

2021

2020

%

ამონაგები

85.2

62.2

36.9

თვითღირებულება

(55.8)

(41.1)

36.8

საერთო მოგება

29.4

21.1

39.1

აქტივები

132.4

81.7

62

კაპიტალი

57

39.9

42.6

წმინდა მოგება

17

10.5

62

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾