თბილისი (GBC) - "წამგებიანი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის, დააზარალებს თვითდასაქმებულებს, მათ შორის ტაქსის მძღოლს, საკუთარი მანქანით, სხვადასხვა კომპანიის მომსახურე პირს", - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, დაანონსებული საპირველაპრილო შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკასაც დაარტყამს და ამასთან ვერც ავტოპარკს გადაახალისებს. 

ბიზნესი შემოსავლის ე.წ. ქეშბექის (როგორც "კვერცხის" ფასების კომისიამ დაამკვიდრა) ნახევარს დაკარგავს, თუ 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას "ოცნება" არ გადათქვამს.

კაუკასუს აუტოს მოლოდინით, ამ ინიციატივის დაკანონება ბაზრიდან  პატარა მათამაშეებს გააქრობს, მსხვილი გადარჩება, თუმცა მკვეთრად გაუარესებული პოზიციით.კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ვეკუამ BMG -ზე განაცხადა, რომ კომპანიის ბრუნვის 58% 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილზე მოდის და აკრძალვის შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწილს ჩაანაცვლებს ახალი. დარჩენილი სეგმენტი Caucasus auto Import -ისთვის და სხვა ქართველი ბიზნესისთვის დაიკარგება.

ამასთან, შეზღუდვით უფრო ნაკლებ მომხმარებელს მიუწვდება ხელი ავტომობილზე.  გაძვირდება, როგორც ახალი ისე ძველი (1.06.2026-მდე  რეგისტრირებული) მანქანა. აკრძალვამავტომატირად იმოქმედებს რეექსპორტზეც. ქვეყანა დაკარგავს რეგიონული ჰაბის ფუნქციას, ქვეყნის ეკონომიკა კი შემოსავალს. 

ამასთან, როგორც  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ BMG -ზე თქვა, ატმოსფეროს გაწმენდის და გზების განტვირთვის მიზანიც ვერ მიიღწევა, რადგან  ავტოპარკი ასე არ განახლდება. ძველი უფრო დაძველდება და ჰაერს მეტად დააბინძურებს, 2020 წლიდან გამოვშვებული მანქნების წილი კი ისევ მინიმალური დარჩება. 

ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების (1.9 მლნ) 80% 10 წელზე მეტისაა, 14% 5-10 წლის და 3,5%-მდეა 5 წლამდე.