რკინიგზაზე ტვირთნაკადი 3%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 17.3%-ით შემცირდა
2025 წელს, 2024 წელთან
შედარებით, საქართველოს
რკინიგზით გადატანილია
3%-ით ნაკლები, სულ 13.3 მლნ.
ტონა ტვირთი. აღნიშნული
მოცულობის 7.9% მოდის
ადგილობრივ გადაზიდვაზე,
34.7% - საერთაშორისო
გადაზიდვაზე (არ მოიცავს
ტრანზიტს), ხოლო 57.5% -
ტრანზიტზე.2025 წელს
საერთაშორისო გადაზიდვის
რეჟიმში რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
ჯამური მოცულობის 75.8% მოდის
ქვეყანაში შემოტანილ
ტვირთზე, 24.2% კი - ქვეყნიდან
გატანილზე.საქსტატის
მონაცემებით, 2025 წელს
რკინიგზით შემოტანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 35.8%-ს გამომგზავნ
ქვეყანას რუსეთის
ფედერაცია წარმოადგენდა,
27.2%-ს გამომგზავნს -
აზერბაიჯანი, თითოეული
დანარჩენი გამომგზავნი
ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე
ნაკლები იყო (ჯამურად 37%).2025
წელს რკინიგზით გატანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 16.2%-ს
დანიშნულების ქვეყანას
სომხეთი წარმოადგენდა, 9.2
პროცენტისას - ყაზახეთი, 8.4
პროცენტისას - რუსეთის
ფედერაცია, თითოეული
დანარჩენი ტვირთის
მიმღები ქვეყნების წილი კი
შედარებით ნაკლები იყო
(ჯამურად 66.2%).2025 წელს
ტრანზიტით გადატანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის განაწილება
დანიშნულების ქვეყნის
მიხედვით შემდეგნაირი იყო:
13.4% - ნიდერლანდები, 10.8% -
თურქეთი, 6.6% - ჩინეთი, 2.9% -
უკრაინა, 2.4% - იტალია, 1.3% -
რუმინეთი, დანარჩენი კი
სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის 6%-ს
გამომგზავნ ქვეყანას
ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0
პროცენტისას - თურქეთი, 1.2
პროცენტისას - აშშ, ხოლო
დანარჩენი სხვა ქვეყნებზე
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის 36.4%
მოდიოდა კოქსისა და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, 20.9% -
ქიმიკატების, ქიმიური
პროდუქტების და ხელოვნური
ბოჭკოების; რეზინის და
პლასტმასის პროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.8% -
ლითონის მადანსა და სხვა
სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე.საქსტატის
მონაცემებით, 2025 წელს
სასაქონლო ჯგუფების
მიხედვით განაწილება
განსხვავებული იყო
ადგილობრივი გადაზიდვების
შემთხვევაში და 56.5% ლითონის
მადანსა და სხვა სამთო და
კარიერულ პროდუქტებზე
მოდიოდა, 22.7% ეჭირა კოქსსა და
რაფინირებულ
ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9% -
სატრანსპორტო
აღჭურვილობის სასაქონლო
ჯგუფს.რაც შეეხება
საერთაშორისო
გადაზიდვებს, საანგარიშო
პერიოდში რკინიგზის
საშუალებით ძირითადად
შემოტანილია კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა
არამეტალური მინერალური
პროდუქტები (17%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (11%),
სოფლის მეურნეობის,
ნადირობისა და
მეტყევეობის პროდუქტები
(6.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი
(5%), ძირითადი ლითონები (4,7%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (2.7%); ხოლო
გატანილია ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (35%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (25.6%),
ლითონის მადანი და სხვა
სამთო და კარიერული
პროდუქტები (13%) და ძირითადი
ლითონები (12.1%).2025 წელს
ტრანზიტული ტვირთის
მთლიანი მოცულობის 78.6% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა,
კერძოდ: კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (38.2%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (30%), საკვები
პროდუქტები, სასმელები და
თამბაქო (10.4%).2025 წელს
საქართველოს რკინიგზის
მიერ გადაყვანილია 1 717.9
ათასი მგზავრი, რაც 17.3%-ით
ნაკლებია წინა წლის
მაჩვენებელზე. ამავე
პერიოდში, მგზავრთბრუნვის
მოცულობამ 393.3 მილიონი
მგზავრ-კილომეტრი
შეადგინა, რაც 17.7%-ით
ნაკლებია 2024 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე.2025 წელს
ადგილობრივი მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2
ათასი მგზავრი, რაც
რკინიგზით გადაყვანილი
მგზავრების მთლიანი
რაოდენობის 98.4%-ს შეადგენს
და 17.5%-ით ჩამორჩება 2024 წლის
შესაბამის
მაჩვენებელს.ამასთან,
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 27.7
ათასი მგზავრი, რაც 2.4%-ით
ნაკლებია გასული წლის
მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილი
მგზავრების 67.9% შემოვიდა
სომხეთიდან, ხოლო სომხეთის
მიმართულებით გავიდა 32.1% (2025
წელს სხვა მოსაზღვრე
ქვეყნის მიმართულებით
მგზავრთა გადაყვანა არ
განხორციელებულა).
1772610164