თბილისი (GBC) - იანვარში ექსპორტიორთა ხუთეული „აიდიეს ბორჯომი საქართველომ“ დატოვა და იგი შპს „რუსელოისმა“ ჩაანაცვლა. 

„რუსელოისი“ ფეროშენადნობების უმსხვილესი ექსპორტიორია. გარდა ფეროშენადნობთა წარმოებისა კომპანია ფლობს მანგანუმის მადნის რამდენიმე საბადოს დასავლეთ საქართველოში და ახორციელებს მადნის მოპოვებას და მანგანუმის კონცენტრატის წარმოებას საკუთარ გამამდიდრებელ ქარხანაში ქ. თერჯოლაში.

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით „რუსელოისს“ შემოსავალი 18.6%-ით  56.9 მლნ ლარამდე გაეზარდა.

კომპანიამ 10.6%-ით 49.5 მლნ ლარამდე შეამცირა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი (რ.ს.თ).

შესაბამისად, ზარალიანი 2020 წლის შემდეგ, კომპანიამ 7.5 მილიონი ლარის საერთო მოგება დააფიქსირა.

პანდემიის წელს (2020) კომპანიის ზარალი დიდწილად საკურსო სხვაობიდან მიღებულმა ზარალმა განაპირობა, რომელიც 7.1 მლნ ლარს შეადგენდა. კომპანიამ 2021 წელს ამ პუნქტში შემოსავალი 3.1 მილიონი ლარი მიიღო, შესაბამისად 2021 წლის მთლიანი სრული მოგება 3.4 მლნ ლარი დააფიქსირა.

2021 წელს, მოგებაზე გასვლის მიუხედავად, წინა წელთან შედარებით კომპანიას 1%-ით 22.7 მლნ ლარამდე შეუმცირდა აქტივები.

კომპანიამ 9.1 %-ით  44.4 მლნ ლარამდე შეამცირა დაგროვილი ზარალი.

„რუსელოისი“ დაარსებულია 2015 წელს, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს WINDMOON LIMITED. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარს და მაკონტროლებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი ჯანი მიხაილოვი.

კომპანია ასაქმებს 350–ზე მეტ თანამშრომელს.

შპს „რუსელოის“

2021

2020

შემოსავალი

56.9

48

რ.ს.თ

(49.5)

(55.4)

საერთო მოგება (ზარალი)

7.5

(7.4)

აქტივები

22.7

22.9

სულ კაპიტალი

(40.5)

(44.6)

 

 

 

 

თანხა მლნ ₾