თბილისი (GBC) - უქმე დღეებთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) განცხადებას ავრცელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრები და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური 31 დეკემბრის 15:00 საათიდან 7 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს. მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განახლდება 8 იანვარს, დილის 09:00 საათიდან.

კომპანიის ცხელი ხაზი ახალი წლის დღეებში უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მოგემსახურებათ", - ნეათქვამია განცხადებაში.