თბილისი (GBC) - კარფურმა 2021 წელს შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 20.7%-ით 570.3 მლნ ლარამდე გაზარდა. ხოლო მისმა კონკურენტმა ნიკორამ 24.3%-ით 749.7 მლნ ლარამდე.
საანალიზო პერიოდში კარფურის მოგების მარჟა 20.6%-ს შეადგენს. ნიკორას მოგების მარჟა კი 29.2%-ია.
კარფურს 2021 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 452.7 მლნ ლარი დაუჯდა, ნიკორამ კი ამ კომპონენტში 530 მლნ ლარი დახარჯა.
შესაბამისად, კარფურის მოგების მარჟა საშუალოდ 20.6%-ით, ხოლო ნიკორას მოგების მარჟა 29.4%-ით განისაზღვრა.
2021 წლის 31 დეკემბრისთვის, კარფური ამუშავებდა 5 ჰიპერმარკეტს, 14 სუპერმარკეტს და 43 მცირე მარკეტს. რაც შეეხება ნიკორას, ის ქვეყანაში 400-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი.
კარფური დარეგისტრირებულია როგორც შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ 2011 წელს. ნიკორა კი დაარსებულია 1998 წელს.
კარფურის 100% წილის მფლობელია: ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს’’ (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
2021 წლის ანგ. |
კარფური |
ნიკორა |
შემოსავალი |
570.3 |
749.7 |
თვითღირებულება |
(452.7) |
(530.5) |
საერთო მოგება |
117.6 |
219.2 |
თანხა მლნ ₾