თბილისი (GBC) – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „ნოკორამ“, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ბრუნვა 35.1%-ით გაზარდა. აღნიშნული ზრდით კომპანიის ბრუნვამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
კომპანიამ 34%-ით 710.3 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ). შესაბამისად, კომპანიის საერთო მოგებამ 302.4 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.
„ნიკორამ“ 29.8%-ით 538.8 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 121%-ით 130 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი .
საანგარიშო პერიოდში სს „ნიკორამ“ 181%-ით გაზარდა შვილობილ საწარმოებში ჩადებული ინვესტიციები. 2022 წელს ნიკორამ ამ კომპონენტში სულ 5.9 მლნ ლარი დააბანდა.
ნიკორა საქართველოში დარეგისტრირდა 1998 წელს. 2023 წლის 1–ლი იანვრის მდგომარეობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობდა 465 მაღაზიას.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სს „ნიკორას“ 23 შვილობილი კომპანია ჰყავს, რომელთა სრული ან ნაწილობრივი მფლობელია. მათ შორის, 2 კომპანია (შპს „ნიკორა ბაკურიანი“ - 50%; შპს „რეფ-ენ“ - 63.1%) უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს.
კომპანიის მმართველი სტრუქტურა შემდეგია:
თავმჯდომარე/წევრი: ვასილ სუხიაშვილი;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გურამ ცერცვაძე;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი ნიკოლაიშვილი;
წევრი: დავით დუმბაძე;
წევრი: დავით ცირეკიძე;
წევრი: გელა არობელიძე;
წევრი: ოლეგ გუბანოვი;
გენერალური დირექტორი - ირაკლი ბოქოლიშვილი.
სს ნიკორა |
2022 |
2021 |
% |
ბრუნვა |
1,012 |
749.8 |
35.1 |
რ.ს.თ |
(710.3) |
(530.5) |
34 |
საერთო მოგება |
302,4 |
219.2 |
37.9 |
აქტივები |
538.8 |
415.1 |
29.8 |
საკუთარი კაპიტალი |
130 |
58.8 |
121 |
შვილ.საწ.ინვესტიცია |
(5.9) |
(2.1) |
181 |
თანხა მლნ ₾.