თბილისი (GBC) - კომპანია „Construction Service“ საქართველოს რკინიგზის 3.5 მილიონ ლარიან ტენდერში ერთადერთი კანდიდატია.

ტენდერში წინადადებების მიღება 12 მაისს დასრულდა და გულისხმობს  სარკინიგზო და სხვა მოწყობილობების შეკეთებას, ტექნიკურ მომსახურებას, ვაგონ-დუმპკარის კაპიტალური შეკეთების მომსახურებას.

ტენდერის დეტალური დოკუმენტაცია და მოთხოვნები იხილეთ ბმულზე.

„შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ შპს „Construction Service“-მა აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო, რომელიც 9.5 მილიონ ლარად შუახევში ზიპლაინის მოწყობას ითვალისწინებდა.

შპს Construction Service დარეგისტრირებულია 2012 წელს. კომპანიის მფლობელები არიან:

გიორგი გაბუნია 55%; (გიორგი გაბუნია, ქართული ოცნების შემომწირველია. მან ქართულ ოცნებას 2016 წელს 59,000 ლარი შესწირა).

თამაზ ცვარიანი - 5%;

შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენ“ - 40%; - ამ კომპანიის მფლობელები კი არიან:

გიორგი პერტაია - 12.5% (ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრია).

გივი კუბლაშვილი - 12.5%  (თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი) - გივი კუბლაშვილმა მმართველ პარტიას 2020 წელს 60,000 ლარი შესწირა.

მიხეილ ზიბზიბაძე - 75%.