თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის 2.9 მლნ ლარის კონსოლიდირებულ ტენდერს შპს ,,Mega Company’’ იგებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდა გულისხმობს, ძალოვანი სტრუქტურებისათვის პურისა და ფუნთუშის მიწოდებას.

Mega Company 2.9 მლნ-ს ტენდერს 2.5 მლნ ლარად შეასრულებს. ტენდერი გულისხმობს 952.5 ტონა (ერთეულის ღირებულება 2.67 ლარი) პურის და 85.5 ტონა (ერთეულის ღირებულება 4.16 ლარი) ფუნთუშის მიწოდებას.

პროდუქციის 70%-ზე მეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საწარმოებიდან მინიმუმ 1 უნდა იყოს დასავლეთ და მინიმუმ 1 აღმოსავლეთ საქართველოში.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.

 

შპს „Mega Company~ დაფუძნებულია 2011 წელს. მისი 100% წილის მფლობელია ვაჟა კვირიკაშვილი.