თბილისი (GBC) - „გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის“, -
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა „თბილისის მშრალი პორტის პროექტის" პრეზენტაციაზე განახაცხადა სტრატეგიული პროექტის პრიორიტეტულობაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის ტრანსპორტირების ნაკადს შუა დერეფანში, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი დადებითად აფასებს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვა სექტორებშიც, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც (თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისებია საამიროების 3 ქალაქიდან).
შეიხმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიამიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. რომ სჯერა საქართველოს შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. რომ ბოლო წლებში საამიროების ხედავს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.
მისი პროგნოზით, ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, - " დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები“.