თბილისი (GBC) - თელავის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებდა 12 სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამა, რომლის ჯამურმა ბიუჯეტმა 122 312,30 ლარი შეადგინა. 

მათ შორის, მეორე კვარტალში, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, დროებითი საცხოვრებელი ქირის თანხის დაფინანსებისა და ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამებით 581-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 140 ლარი გამოიყო.

ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღრიცხული მოქალაქეები, ზამთრის სეზონისათვის სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების პროგრამით სარგებლობასაც შეძლებენ.