თბილისი (GBC) - სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკულმა Apple Inc. ახალი iPhone–ის, „ჭკვიანი“ საათისა და AirPods ყურსასმენების პრეზენტაცია 10 სექტემბერს დაგეგმა, რა ეღირება აღნიშნული მოდელები საქართველოში, ამის შესახებ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ალტა"–ში ჯერ არ იციან. როგორც ალტას წარმომადგენელმა GBC-ის განუცხადა, მათთვის "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი არ არის".
ანალოგიური პასუხი მივიღეთ "ზუმერი"-სგან, რომლის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი წინასწარ არ ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას.
ამერიკული კომპანია ახალი პროდუქციის გაყიდვებს 20 სექტემბერს დაიწყებს.
Apple–მ M4 პროცესორიანი Mac-ის ოთხი ახალი მოდელის ტესტირებაც დაიწყო, გარე აპლიკაციებთან მათი თავსებადობის უზრუნველსაყოფად, წერს სააგენტო ტესტირების ჟურნალებზე დაყრდნობით.
როგორც წესი, კომპანია ახალ Mac-ებს iPhone–ს წარდგენიდან ერთ თვეში უშვებს