თბილისი (GBC) – ამერიკულმა Apple Inc. ახალი iPhone–ის, „ჭკვიანი“ საათისა და AirPods ყურსასმენების პრეზენტაცია 10 სექტემბერს დაგეგმა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

კომპანია ახალი პროდუქციის გაყიდვებს 20 სექტემბერს დაიწყებს.

Apple–მ M4 პროცესორიანი Mac-ის ოთხი ახალი მოდელის ტესტირებაც დაიწყო, გარე აპლიკაციებთან მათი თავსებადობის უზრუნველსაყოფად, წერს სააგენტო ტესტირების ჟურნალებზე დაყრდნობით.

როგორც წესი, კომპანია ახალ Mac-ებს iPhone–ს წარდგენიდან ერთ თვეში უშვებს.