მედიის ადვოკატირების კოალიცია: "ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პრო...
"სწორედ აღნიშნულის გამო
მოხვდნენ სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარე ვასილ
მაღლაფერიძე და დირექტორი
თინათინ ბერძენიშვილი
ევროპარლამენტის მიერ
ცოტა ხნის წინ მიღებულ
რეზოლუციაში იმ პირების
გვერდით, რომელთა
დასანქცირებაც
ევროპარლამენტმა
აუცილებლად მიიჩნია,
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარის
ბიძინა ივანიშვილის
რეპრესიული პოლიტიკის და
პროპაგანდის ხელშეწყობის
გამო", – ნათქვამია
ორგანიზაციის
ანგარიშში.კვლევამ,
რომელიც მოიცავს 2017 წლიდან
დღემდე პერიოდს,
გამოავლინა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის მძიმე
ინსტიტუციური კრიზისი,
რომელიც გამოიხატება
სარედაქციო
დამოუკიდებლობის
ხელყოფაში, ოპოზიციური და
პროდასავლური აზრის
ცენზურაში, თანამშრომელთა
სისტემატურ დევნასა და
მენეჯმენტის მხრიდან
"ქართული ოცნების"
სასარგებლოდ მიკერძოებულ
გადაწყვეტილებებში.მაუწყებლის
მმართველი რგოლის
„ქართული ოცნებასთან“
კავშირებისამეურვეო
საბჭო„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ სამეურვეო
საბჭო, რომელიც 11 წევრისგან
შედგება იმგვარად არის
დაკომპლექტებული, რომ მის
უმრავლესობაში მუდმივად
ხელისუფლებისადმი
ლოიალური და მისი კვოტით
წარდგენილი კანდიდატები
დომინირებენ, რომლებიც
მაუწყებელში
პროსამთავრობო
ინტერესების გატარებას
ემსახურებიან, რაც საბოლოო
ჯამში, არხის სარედაქციო
პოლიტიკაზეც მკაფიოდ
აისახება.მაგალითად,
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ სამეურვეო
საბჭოს ამჟამინდელი
თავმჯდომარე, ვასილ
მაღლაფერიძე, წარსულში
ბიძინა ივანიშვილის
ოჯახის კუთვნილი
ტელევიზიის „მე-9 არხის“
დირექტორის მოადგილე და
გადაცემა 20:30-ის მთავარი
პროდიუსერი იყო. ის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის გენერალურ
დირექტორად 2017 წელს აირჩიეს
და მისვლისთანავე მან
სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
თანამშრომლების ნაწილი,
პარალელურად კი, არხზე
ბიძინა ივანიშვილის
ოჯახის კუთვნილი
ტელევიზიის ათობით ყოფილი
თანამშრომელი უკონკურსოდ
დაასაქმა.2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების
წინ, ვასილ მაღლაფერიძე
გადადგა და თქვა, რომ
ტოვებდა თანამდებობას,
რათა არჩევნების
გაშუქების პროცესში
პირველი არხის
მიუკერძოებლობის საკითხზე
კითხვები არ გაჩენილიყო.
მაუწყებლიდან წასვლის
შემდეგ „ქართული ოცნების“
პოლიტიკური საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილის
პოსტზე
გადაინაცვლა.მაღლაფერიძე
2022 წლის აპრილში, „ქართული
ოცნების“ კვოტით, ისევ
მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოში
დაბრუნდა.თავდაპირველად
რიგით წევრად, იმავე თვეს,
იგი საბჭოს თავმჯდომარე
გახდა. შესარჩევ კონკურსზე
მან განაცხადა, რომ მისი
პოლიტიკური გემოვნება არ
შეცვლილა და კვლავ
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერია: „მე მქონდა
პოზიცია და გამჭვირვალე
ვარ საზოგადოების წინაშე.
ნათელია, სადაც ვიყავი და
რასაც ვუჭერდი მხარს
პოლიტიკურად“.მაღლაფერიძე
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარისადმი
სიმპათიის ღიად
გამოხატვასაც არ ერიდება.
მაგალითად, გასული წლის
ოქტომბერში, საპარლამენტო
არჩევნებამდე 10 დღით ადრე,
„პირველი არხის“ ახალი
შენობის გახსნის
ცერემონიაზე სიტყვით
გამოსვლისას,
მაღლაფერიძემ
მშენებლობაში „უშუალო
თანამდგომისთვის“ ბიძინა
ივანიშვილს პერსონალური
მადლობაც
გადაუხადა.სამეურვეო
საბჭოს მოქმედი წევრია
ღიად პრორუსული და
ანტიდასავლური სარედაქციო
პოლიტიკის მქონე
ტელეკომპანია
„ობიექტივის“ ყოფილი
წამყვანი და მთავარი
რედაქტორი ბონდო
მძინარაშვილიც, რომელიც
ჰომოფობიური,
შეურაცხმყოფელი და ღიად
ანტიდასავლური
განცხადებებით
გამოირჩევა. მძინარაშვილი
ანტიდასავლური, პრორუსული,
თურქოფობიური და
სიძულვილის ენის შემცველი
განცხადებებისთვის
ადგილობრივი ფაქტების
გადამოწმების ორგანიზაცია
„მითების დეტექტორის“
კვლევებშიც არაერთხელ
მოხვდა.მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოში
ქართული ოცნების კვოტით
აირჩიეს “ქართული
ოცნების” მხარდამჭერი
ონლაინ მედიაპლატფორმის
„For.ge“-ს მთავარი რედაქტორი,
გიორგი იაკობაშვილიც. მას
უკავშირდება 2018 წელს
საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს, არხის
მენეჯმენტისა და
პროფკავშირების სხდომის
ჩანაწერის განადგურება.
წარსულში, მის მიერ
სოციალურ ქსელში არაერთი
შეურაცხმყოფელი
განცხადებისთვის,
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა
პარლამენტსა და
საზოგადოებრივ მაუწყებელს
რეაგირებაც მოსთხოვეს.
ამასთან, „მედიის
განვითარების ფონდის“ (MDF)
კვლევები აჩვენებს, რომ for.ge
აქტიურად იყო ჩართული
საქართველოში აშშ-ის
ყოფილი ელჩის, კელი
დეგნანისა და სხვა არაერთ
დისკრედიტაციის
კამპანიაში. იაკობაშვილი
ე.წ. რუსული კანონის
მხარდამჭერიც იყო.საბჭოში
ქართული ოცნების კვოტით
არის არჩეული გრიგოლ (გია)
მურღულიაც. საბჭოს
„ქართული ოცნებისადმი“
ლოიალური წევრები არიან
გიორგი კოხრეიძე და თამილა
დოლიძეც.2019-2022 წლებში გიორგი
კოხრეიძე აჭარის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის დირექტორი იყო.
მისი ხელმძღვანელობის
პირობებში ტელევიზიაში
კრიტიკულად განწყობილი
თანამშრომლების დევნა
დაიწყო - კოხრეიძემ
სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლა ან
არსებითად განსხვავებულ
პოზიციებზე გადაიყვანა
თანამშრომლები, დახურა
გადაცემები და
პარალელურად უკონკურსოდ
დანიშნა სასურველი
კადრები. მისი
დირექტორობის პერიოდში
არხის სარედაქციო
პოლიტიკა „ქართული
ოცნების“ სასარგებლოდ
შეიცვალა. რაც შეეხება
თამილა დოლიძეს, ის 2019-2023
წლებში აჭარის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის მრჩეველთა
საბჭოს წევრი იყო, ასევე
„ქართული ოცნების“
კვოტით.მენეჯმენტი2020
წლიდან „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ გენერალური
დირექტორის თანამდებობა
თინათინ ბერძენიშვილს
უკავია, რომელმაც ამ პოსტზე
ვასილ მაღლაფერიძე
შეცვალა, მანამდე კი - მისი
პირველი მოადგილე იყო.
დირექტორად არჩევისას, მან
პირობა დადო, რომ
„წარმატებით“
გააგრძელებდა მისი
წინამორბედის საქმეს.
პირობა შესრულდა, მართლაც,
ბერძენიშვილმა წარმატებით
გადაიბარა მაღლაფერიძის
მემკვიდრეობა.2022 წელს,
სწორედ მისი დირექტორობის
პერიოდში, „იმედის კვირის“
წამყვანმა და ორმა
ჟურნალისტმა - იმედა
დარსალიამ, სოფო
ზედელაშვილმა და თამთა
ჯანაძემ არხის
ხელმძღვანელობა ცენზურისა
და სარედაქციო
დამოუკიდებლობაში ჩარევის
მცდელობაში ღიად ამხილეს
და განაცხადეს, რომ
არსებობდა ე.წ. „შავი სია“ -
პოტენციურ რესპონდენტთა
ჩამონათვალი - რომლებიც მათ
გადაცემაში არ უნდა
ყოფილიყვნენ
წარმოდგენილნი.
განცხადებიდან მალევე,
ისინი სამსახურიდან
გაათავისუფლეს, მათ
უფლებებს სასამართლოში
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო“
იცავს. მოგვიანებით,
ცენზურის მცდელობებზე
ამავე გადაცემის კიდევ
ორმა ყოფილმა ჟურნალისტმა -
ქეთი თუთბერიძემ და სოფო
მთივლიშვილმა ისაუბრეს.
მათი პრეტენზიები
ძირითადად მაღლაფერიძის
დირექტორობის პერიოდს
ეხებოდა, რა დროსაც
ბერძენიშვილი მისი
მოადგილე
იყო.„საზოგადოებრივ
მაუწყებელში“
საყურადღებოა გიორგი
გვიმრაძის ფიგურაც,
რომელიც არხის ახალი და
მიმდინარე ამბების
მიმართულებას 2015 წლიდან
ხელმძღვანელობდა და
თანამდებობა 2024 წლის
დეკემბერში, მას შემდეგ
დატოვა, რაც მაუწყებელთან
გამართულ საპროტესტო
აქციაზე მისულ ორ ქალს
სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა და
ეთერში მისი
მანიპულაციური ხასიათის
ინტერვიუ გავიდა. იმავე
დღეს იგი ანალიტიკური
სამსახურის უფროსად
დაინიშნა.გვიმრაძე,
რომელიც მანამდე - 2013-2014
წლებში - ქართული ოცნების
ხელისუფლების ეროვნული
უშიშროების საბჭოს
მდივნის კონსულტანტი იყო,
გამოირჩევა ანტიდასავლური
რიტორიკით და რუსეთთან
დაკავშირებულ
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით.
მაგალითად, გვიმრაძემ
სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა,
რომ ბაიდენის
ადმინისტრაციამ ბიძინა
ივანიშვილი რუსეთთან ომის
თავიდან არიდების,
რეგიონში უმაღლესი
ეკონომიკური ზრდის და
„გამჭვირვალობის“ შესახებ
კანონის მიღების გამო
დაასანქცირა. ამასთან, 2013
წელს, იგი რუსული
პროპაგანდისტული
გორჩაკოვის ფონდის
მიწვევით რუსეთის საგარეო
სამინისტროსაც სტუმრობდა,
სადაც მინისტრის
მოადგილეს, გრიგორი
კარასინს შეხვდა. გვიმრაძე
წარსულში ევრაზიული
კავშირის მიერ სომხეთში
გამართულ კონფერენციაშიც
მონაწილეობდა. 2023 წელს,
მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრების ნაწილმა,
მაუწყებლის დირექტორს
გვიმრაძეზე მოხსენებითი
ბარათის დაწერაც
მოსთხოვეს, იმ მოტივით, რომ
იგი თავის გადაცემებში
„მუდმივად ეჭვქვეშ“
აყენებდა საქართველოს
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის
პროცესს.2024 წლის ივლისიდან
გიორგი გვიმრაძე ვასილ
მაღლაფერიძესთან ერთად
საზოგადოებრივ
მაუწყებელზე უძღვება
პოდკასტ „42-ე პარალელს“,
სადაც ორივე წამყვანი,
მიწვეულ სტუმრებთან
(რომელთა უმრავლესობა
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერია) ერთად,
ავრცელებენ ანტიდასავლურ
ნარატივებს.გარდა ამისა,
„საზოგადოებრივ
მაუწყებელზე“ სარედაქციო
პოლიტიკას ქმნიან და
სხვადასხვა წამყვან
პოზიციებზე მუშაობენ
ბიძინა ივანიშვილის
შვილის - ბერა ივანიშვილის
ტელევიზია GDS-ის (Georgian Dream Studio)
ყოფილი თანამშრომლები,
რომლებიც ვასილ
მაღლაფერიძემ არხზე ღია
კონკურსის გარეშე
დაასაქმა.მაგალითად,
პირველი არხის
საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელი და ახალი და
მიმდინარე ამბების
დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელია ეკა შონია,
რომელიც GDS-ის საინფორმაციო
სამსახურის უფროსი იყო.
არხის ვებგვერდის მთავარი
რედაქტორია GDS-ის
საინფორმაციო სააგენტო
2030.news-ის ყოფილი რედაქტორი -
ირინა დეკანოიძე. ასევე,
GDS-ის ყოფილი თანამშრომლები
არიან: ახალი ამბების დღის
საინფორმაციო გამოშვების
პროდიუსერები - თამუნა
კენკიშვილი და მაია
ჭუჭულაშვილი; ტოქშოუს
წამყვანი მაკა ცინცაძე და
ფინანსური დირექტორი
ნოდარ
ჭიჭინაძე.საზოგადოებრივი
მაუწყებლის ცალსახა
მიკერძოებულ გაშუქებას
ამხელს Facebook გვერდი -
„მაყურებელი“, რომელიც
მოხალისეობრივ საწყისებზე
შეიქმნა და მისი მიზანი
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის გამჭვირვალე,
ხარისხიანი და მაყურებლის
ინტერესებზე მორგებული“
მუშაობის ხელშეწყობაა.
„მაყურებელმა“
მონიტორინგის შედეგად,
უკვე არაერთი ისეთი
შემთხვევა გამოავლინა,
როდესაც მაუწყებელმა
ამბავი მიკერძოებულად,
მანიპულაციურად,
მმართველი გუნდისა და
თავად არხის მენეჯმენტის
ინტერესების შესაბამისად
გააშუქა.სარედაქციო
პოლიტიკა და
ცენზურასარედაქციო
პოლიტიკის კონტროლი -
ქვეყანაში მიმდინარე
ბოლოდროინდელმა
პროცესებმა გამოავლინა,
რომ საზოგადოებრივი
მაუწყებელი ჟურნალისტებს
და პროდიუსერებს „ქართული
ოცნების“ არასასურველი
საკითხების გაშუქებისას
ზღუდავს და
რესპონდენტების მიერ
ხელისუფლების მიმართ
კრიტიკული განცხადების
ამოჭრასაც სთხოვს.
მაგალითად, მაუწყებლის
ერთ-ერთმა პროდიუსერმა,
ელენე კვირცხალიამ,
რომელიც მაუწყებელში
ათეულობით წელია, რაც
მუშაობს, გაიხსენა, რომ მას
გადაცემიდან მსახიობ
ანდრო ჭიჭინაძის
ნათქვამის იმ მონაკვეთის
ამოღება მოსთხოვეს, სადაც
იგი კინოცენტრის
პრობლემებზე საუბრობდა.
ჭიჭინაძე ქვეყანაში
მიმდინარე პროევროპული
საპროტესტო აქციებისას
დააკავეს და ის ერთ-ერთი
სინდისის
პატიმარია.ეთერის
შეზღუდვა - საზოგადოებრივი
მაუწყებელი რომ კრიტიკულ
ხმას სათანადო დროს არ
უთმობს და ქვეყანაში
განვითარებულ პროცესებს
ცალმხრივად, “ქართული
ოცნების” ინტერესების
შესაბამისად წარმოაჩენს,
მიმდინარე პროევროპული
საპროტესტო აქციების
ფონზე, კიდევ ერთხელ
მკაფიოდ გამოჩნდა.
მაუწყებლის ამგვარი
პოზიციონირებისადმი
უარყოფითი დამოკიდებულება
აქტივისტებმა მაუწყებლის
შენობასთან პროტესტით
გამოხატეს და მენეჯმენტს
მაუწყებლის რეალური მისია
ამ ფორმით შეახსენეს. მათვე
მოვლენების ადეკვატურად
გაშუქება და ეთერის
საზოგადოების საპროტესტო
ხმის დათმობა მოითხოვეს.
მართალია, თავდაპირველად,
მაუწყებლის მენეჯმენტმა
დემონსტრანტების მოთხოვნა
ნაწილობრივ დააკმაყოფილა
და მათ ყოველდღიურ ეთერში
დაახლოებით 40-წუთიანი დრო
დაუთმო, თუმცა ეთერი
დაახლოებით ერთ თვეში
შეწყდა და აღარც
განახლებულა.ფორმატის
ცვლილება - 2024 წლის ზაფხულში,
არჩევნებამდე რამდენიმე
თვით ადრე, საზოგადოებრივ
მაუწყებელზე შეჩერდა
„რეალური სივრცე“,
ერთადერთი გადაცემა,
რომელიც ქვეყანაში მწვავე
და კრიტიკულ სოციალურ
თემებს აშუქებდა და ხალხის
ხმის გაგების იშვიათი
პლატფორმა იყო არხზე.
სექტემბრიდან გადაცემა
გადაიტანეს რადიოში და
ფორმატის ცვლილება ახალ
შენობაში გადასვლის
გაჭიანურებით ახსნეს.
აღსანიშნავია, რომ
მაუწყებლის ახალ შენობაში
სტუდიები მოეწყო
სხვადასხვა გასართობი
შოუებისა თუ საინფორმაციო
გადაცემებისთვის და მათი
დიდი ნაწილი უკვე ახალი
შენობიდან მაუწყებლობს,
თუმცა, „რეალური სივრცე“
კვლავ რადიოში
რჩება.ზეწოლა
თანამშრომლებზე -
საზოგადოებრივი
მაუწყებელი აგრძელებს
მავნე პრაქტიკას და
აქტიურად დევნის და
ავიწროებს იმ
თანამშრომლებს, რომლებიც
ღიად უპირისპირდებიან
არხის მიკერძოებულ
სარედაქციო პოლიტიკას.
სწორედ ამ მავნე პრაქტიკის
გაგრძელებაა დღის
საინფორმაციო გამოშვება
„მოამბის“ წამყვანის,
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის
ჯერ ეთერიდან მოხსნა,
შემდეგ კი - გათავისუფლება,
ასევე ტოკ-შოუ „რეალური
სივრცის“ წამყვანის, ნინო
ზაუტაშვილის
გათავისუფლებაც.
წამყვანების
გათავისუფლების
პარალელურად, მაუწყებელმა
დისციპლინური სანქციები
დააკისრა კიდევ ოთხ
თანამშრომელს, რომლებიც
„მაუწყებლის მცველების“
რიგებში არიან. ორი
მათგანის მიერ
გასაჯაროებულ ბრძანებებში
წერია, რომ თუკი ისინი
„მაუწყებლის სარედაქციო
დამოუკიდებლობასა და
მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“
კიდევ დააყენებენ,
შესაძლოა სამსახურიდან
გათავისუფლონ.პოლიტიკური
პროპაგანდა - „ქართული
ოცნება“ „საზოგადოებრივ
მაუწყებელს“ საკუთარ
პროპაგანდისტულ იარაღადაც
იყენებს, რაზეც, ბოლო
პერიოდში თავად არხის
თანამშრომლებიც ღიად
ალაპარაკდნენ. მაგალითად,
თებერვლის დასაწყისში,
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ სამეურვეო
საბჭოს ღია სხდომაზე, არხის
რეჟისორმა, კახა მელიქიძემ
გაიხსენა, რომ მას
საქართველოს ეროვნული
საფეხბურთო ნაკრების
გაზაფხულისა და
შემოდგომის თამაშების
ტრანსლირებისას, ეთერში
პრემიერ ირაკლი კობახიძის
„რაც შეიძლება მეტჯერ“
ჩვენება
მოსთხოვეს.კრიტიკული
თემების იგნორირება -
ქვეყანაში მიმდინარე
პროევროპული პროტესტი
მასობრივი დაკავებების,
მიკერძოებულად წარმართული
სასამართლო პროცესებისა
და აქტივისტების აქტიური
დაშინების ფონზე
მიმდინარეობს, რაც რეჟიმის
მიერ ცენზურის
დაკანონებისა და
კრიტიკული აზრის ჩახშობის
მცდელობის სტრატეგიის
ნაწილია. ამის ფონზე,
საზოგადოებრივი
მაუწყებელი მიმდინარე
პროცესების შესახებ
მაყურებლის სათანადო
ინფორმირებას არ ახდენს და
მას ბევრი მნიშვნელოვანი
დეტალის შესახებ არ უყვება.
ამას მოწმობს, როგორც
„მაყურებლის“ ყოველდღიური
მონიტორინგის შედეგები,
ასევე ამაზე საუბრობს
თავად მაუწყებლის
თანამშრომელთა
ნაწილიც.მრავალწლიანი
დაკვირვება აჩვენებს, რომ
მთლიანობაში,
„საზოგადოებრივი
მაუწყებელი“, რომელიც
საზოგადოებას უნდა
ემსახურებოდეს,
ფაქტობრივად, ივანიშვილი
მთავრობის კონტროლქვეშ
არის მოქცეული, სადაც
დამოუკიდებელ
ჟურნალისტებს
სისტემატურად ზღუდავენ ან
სამსახურიდან
ათავისუფლებენ.საკადრო
პოლიტიკა/პოლიტიკური
ნიშნით
გათავისუფლებულებიბოლო
წლების განმავლობაში,
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ საკადრო
პოლიტიკა და
თანამშრომლების
გათავისუფლების საკითხი
არაერთხელ გახდა ფართო
განხილვის საგანი, რა
დროსაც მაუწყებლიდან
რეორგანიზაციის მოტივით
ათობით თანამშრომელი
გაათავისუფლეს. 2017 წლიდან
დღემდე, „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო“
სასამართლოში 7
თანამშრომლის უფლებას
იცავდა და იცავს.
პროცესებზე დაკვირვებიდან
აშკარაა, რომ მაუწყებელში
დასაქმებულების უფლებები
დაცული არ არის.საკადრო
პოლიტიკა:მასობრივი
გათავისუფლებები:
მაუწყებელზე
თანამშრომელთა მასობრივი
გათავისუფლება 2017 წლიდან
დაიწყო და 2021 წლის ჩათვლით
პერიოდში, ჯამში 102
თანამშრომელი
გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულთა ნაწილმა
სასამართლოში შრომითი
დავები წამოიწყო, რომელთა
უმეტესობა მომჩივნების
სასარგებლოდ დასრულდა და
მარტო 2017-2020 წლებში
მაუწყებელს დაახლოებით 300 000
ლარი აქვს გადახდილი
გათავისუფლებული
თანამშრომლებისთვის
კომპენსაციის სახით, რიგ
შემთხვევებში კი
მაუწყებელი იძულებული
გახდა რამდენიმე
თანამშრომელი სამსახურშიც
აღედგინა. მაუწყებლიდან
თანამშრომლების
გათავისუფლება შემდგომშიც
გაგრძელდა. საშტატო
განრიგის არარსებობა:
მიუხედავად
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ვალდებულებისა, უკვე
წლებია, მაუწყებელს ასევე
არ გააჩნია დამტკიცებული
საშტატო განრიგი, რაც
ართულებს საჭიროებებისა
და თანამშრომელთა ზუსტი
რაოდენობის განსაზღვრას.
ეს მთლიანობაში არამდგრად
სამუშაო გარემოს ქმნის და
ხშირად უხეშად არღვევს
დასაქმებულთა შრომით
უფლებებს, რაც ხშირ
შემთხვევაში
რეორგანიზაციისა და
ხარჯების ოპტიმიზაციის
მოტივით მენეჯმენტის
სარედაქციო პოლიტიკისადმი
კრიტიკულად განწყობილი
თანამშრომელთა სხვადასხვა
შევიწროებასა და
გათავისუფლებაში
ვლინდება.2025 წლის
თებერვალში, „ხარჯთა
ოპტიმიზაციის“ მიზეზით,
საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა შრომითი
კონტრაქტი არ გაუგრძელა
რადიოგადაცემების
„შუადღის პიკისა“ და
„საღამოს პიკის“
პროდიუსერის ასისტენტ ანა
მეტრეველს, რომლის
ხელფასიც ხელზე 490 ლარს
შეადგენდა. ანა მეტრეველი
ერთ-ერთია იმ
თანამშრომელთა შორის,
რომელიც არხის სარედაქციო
პოლიტიკას ღიად
აკრიტიკებს და
სამსახურიდან
გათავისუფლებას თავად
სწორედ ამ გარემოებას
უკავშირებს. ამის კიდევ
ერთი მაგალითია 2023 წლის
ბოლოს, რეორგანიზაციისა და
ხარჯების ოპტიმიზაციის
მიზეზით, დახურული არაერთი
პოპულარული ტელეგადაცემა,
რომელთა წამყვანებიც
ხელისუფლებისადმი
კრიტიკული პოზიციებით
გამოირჩეოდნენ.კიდევ უფრო
ადრე, 2022 წელს, მაუწყებლიდან
გაუშვეს გადაცემა „ახალი
კვირის“ წამყვანი და
ჟურნალისტები, რომელთაც
მენეჯმენტი ცენზურის
მცდელობაში ღიად ამხილეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ
ვასილ მაღლაფერიძეს
დირექტორად
დანიშვნისთანავე, 2017 წელს,
სხვა გადაცემებთან ერთად,
„რეალური სივრცის“
დახურვის მცდელობაც
ჰქონდა. მაშინ გადაცემა
დახურვას პროტესტმა
გადაარჩინა. მოვლენების
ამგვარმა განვითარებამ,
მაუწყებლის რეპუტაციასა
და მისდამი ნდობას
უზარმაზარი ზიანი მიაყენა
და საზოგადოების
ობიექტური კრიტიკა და
მწვავე პროტესტი
გამოიწვია. ასევე,
გამოიკვეთა საჭიროება, რომ
მაუწყებელმა გააუმჯობესოს
საკადრო პოლიტიკა და
უზრუნველყოს
თანამშრომელთა უფლებების
დაცვა.საზოგადოებისა და
თანამშრომელთა ნაწილის
პროტესტი
მაუწყებელს„საზოგადოებრივ
მაუწყებელში“ არსებული
გამოწვევები და პოლიტიკურ
მიკერძოებულობასთან
დაკავშირებული პრობლემები
კიდევ უფრო თვალსაჩინო 2024
წლის ნოემბრის ბოლოდან,
ქვეყნის მასშტაბით
დაწყებული პროევროპული
საპროტესტო აქციების
ფონზე გახდა. პროტესტის
დაწყებიდან მალევე,
ქვეყანაში მიმდინარე
პროცესების ადეკვატურად
გაშუქებისა და ხალხის
ხმისთვის სატელევიზიო
ეთერის დათმობის
მოთხოვნით, ერთ-ერთ
საპროტესტო კერად
მაუწყებლის შენობაც იქცა.
მართალია, დასაწყისში
საზოგადოებრივი
მაუწყებლის მენეჯმენტმა
დემონსტრანტების მოთხოვნა
ნაწილობრივ დააკმაყოფილა
და მათ ყოველდღიურ ეთერში
მოქალაქეთა პოზიციის
გახმოვანებისთვის
დაახლოებით 40-წუთიანი დრო
დაუთმო, თუმცა ეთერი
დაახლოებით ერთ თვეში
შეწყდა და აღარც
განახლებულა. ამდენად,
იმავე მოთხოვნით,
მაუწყებელთან საპროტესტო
აქციები ამ დრომდე,
ყოველდღიურ რეჟიმში
გრძელდება.ერთ-ერთი
პირველი, ვინც
საზოგადოების პროტესტის
პასუხად, თქვა, რომ
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ ახალი და
მიმდინარე ამბების ბლოკის
სარედაქციო პოლიტიკა
მართლაც „ვერ პასუხობს
საზოგადოების დღევანდელ
მოთხოვნას“, მაუწყებლის 18:00
სთ-იანი საინფორმაციო
გამოშვება „მოამბის“
წამყვანი, ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანი იყო.
მალევე მას მაუწყებლის 80-ზე
მეტი თანამშრომელი
შეუერთდა, რომელთაც
ერთობლივი განცხადებით
დაგმეს პროევროპული
საპროტესტო აქციების
მონაწილეებზე
სამართალდამცველების
ძალადობა.ამასთან,
გაემიჯნენ ევროკავშირთან
დაახლოების პროცესის
შეჩერებაზე „ქართული
ოცნების“ განცხადებას და
არხის ეთერის
საზოგადოებრივი აზრის
გაჟღერებისა და საჯარო
დისკუსიებისთვის დათმობა
მოითხოვეს, თუმცა -
უშედეგოდ.მოგვიანებით,
მათმა ნაწილმა სოციალურ
პლატფორმა Facebook-ზე გვერდიც
შექმნა სახელწოდებით -
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის მცველები“,
სადაც მაუწყებელში
არსებული გამოწვევების
შესახებ შექმნილი
მასალების გამოქვეყნება
დაიწყეს. მთლიანობაში,
„საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ მცველები
მიიჩნევენ, რომ
„მაუწყებელი არღვევს
კანონს და ეთიკის
პრინციპებს! მაუწყებლის
მენეჯმენტი ექვემდებარება
პოლიტიკურ გავლენას.
ჟურნალისტები და
წამყვანები გამოხატავენ
საკუთარ აზრებს და არ არიან
ნეიტრალურები“.ამასთან,
მაუწყებელი საზოგადოებას
არ უყვება ისეთი
მნიშვნელოვანი დეტალების
შესახებ, როგორებიცაა -
სამართალდამცველების
მხრიდან საპროტესტო
აქციებისას დაკავებულების
ცემა, წამება,
გაუპატიურების მუქარები
და სხვ.საყურადღებოა 11-12
იანვრის ღამეს, ბათუმში
საპროტესტო აქციის დროს
ონლაინგამოცემების -
„ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“
დამფუძნებლის, მზია
ამაღლობელის უკანონო
დაკავებაც და წინასწარი
პატიმრობაც. მას 4-7-წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
„მოამბის“ წამყვანმა,
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა
მის მიმართ სოლიდარობა
პირდაპირ ეთერში გამოხატა
და ამას სისტემატური
ხასიათი მისცა. იგი ყოველი
სიუჟეტის წინ, მაყურებელს
ახსენებდა, რომ ამაღლობელი
პროტესტის ნიშნად
შიმშილობდა და მას
მხარდაჭერას უცხადებდა.
მისი ამ ჟესტიდან მალევე,
„მოამბის“ ორმა
პროდიუსერმა მასთან
მუშაობაზე უარი თქვა და
შედეგად, 4 თებერვალს იგი
ეთერიდან „დროებით“
მოხსნეს, 11 აპრილს კი -
გაათავისუფლეს.ივანოვ-ჩიქოვანის
ნაცვლად, 18:00 საათიანი
საინფორმაციო გამოშვება
ლაშა ბერძენიშვილს
მიჰყავს, რომელიც არხზე
წამყვანად ღია კონკურსის
გარეშე დანიშნეს.
საზოგადოებრივ
მაუწყებელში გადასვლამდე
ბერძენიშვილი „რუსთავი
2-ში“ მუშაობდა, უფრო ადრე კი
- „იმედში“.
ივანოვ-ჩიქოვანისა და
მენეჯმენტისადმი
კრიტიკულად განწყობილი
არხის კიდევ რამდენიმე
თანამშრომლის მიმართ
„პირველმა არხმა“ საქმის
მოკვლევა დაიწყო, რაც მათზე
ზეწოლისა და დაშინების
მცდელობა იყო.ამავე
კონტექსტში განსაკუთრებით
საგანგაშოა მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს 21 მარტის
სხდომაც, რომელზეც
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერმა საბჭოს
წევრებმა მენეჯმენტის
პოლიტიკისადმი კრიტიკულად
განწყობილი
ჟურნალისტისების საქმის
შესწავლაში პროკურატურის
ჩართულობა
მოითხოვეს.„საზოგადოებრივი
მაუწყებელი“, რომელიც 2005
წლიდან ევროპის
მაუწყებელთა კავშირის (EBU)
წევრია, წლების
განმავლობაში არღვევს იმ
საერთაშორისო სტანდარტებს
და პრინციპებს, რომლის
დაცვის ეგიდითაც ევროპის
მაუწყებლები
ერთიანდებიან. სწორედ
ამიტომ, მაუწყებელში
მიმდინარე პროცესების,
არსებული ხარვეზების
შესწავლისა და
მონიტორინგის მოწოდებით,
ბოლო პერიოდში, ევროპის
მაუწყებელთა კავშირის
მენეჯმენტის სახელზე
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და თავად
მაუწყებლის თანამშრომელთა
სახელით რამდენიმე წერილი
გაიგზავნა.გასულ წელს,
„მაუწყებლობის შესახებ“
კანონის დარღვევის
მოტივით,
არასამთავრობოებმა ვასილ
მაღლაფერიძისა და თინათინ
ბერძენიშვილის გადადგომაც
მოითხოვეს.მედიის
ადვოკატირების კოალიცია
დაუშვებლად მიიჩნევს
მაუწყებლის მხრიდან
დამოუკიდებელი
ჟურნალისტების დევნას,
დაშინებასა და სხვადასხვა
ფორმით შევიწროებას.
მნიშვნელოვანია, რომ
ჟურნალისტებს ჰქონდეთ
პროფესიული მოვალეობის
სრულფასოვნად შესრულების
შესაძლებლობა, რაც
მაყურებლის წინაშე
არსებული მათი უმთავრესი
ვალდებულებაა. ცალსახაა,
რომ მაუწყებლის მოქმედი
მენეჯმენტი და სამეურვეო
საბჭო ვერ ასრულებს მასზე
დაკისრებულ მოვალეობას და
ის „ქართული ოცნების“
მხრიდან დამოუკიდებელი
ჟურნალისტების მიმართ
რეპრესიული პოლიტიკის
გატარების იარაღად არის
გამოყენებული. ამდენად,
კოალიცია კრიტიკულად
მნიშვნელოვნად მიიჩნევს
მოქმედი მენეჯმენტის
ცვლილებას და მაუწყებლის
გენერალური დირექტორის,
თინა ბერძენიშვილისა და
სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარის, ვასილ
მაღლაფერიძის გადადგომას
და სანაცვლოდ, პოლიტიკურად
მიუკერძოებელი
მენეჯმენტის
ჩამოყალიბებას. ინფორმაციისთვის,
საქართველოს
კანონმდებლობით,
საზოგადოებრივი
მაუწყებელი
ხელისუფლებისგან
დამოუკიდებელი,
საზოგადოების წინაშე
ანგარიშვალდებული
მაუწყებელია, რომელიც არ
ექვემდებარება არც ერთ
სახელმწიფო უწყებას. ის
ყოველწლიურად სახელმწიფო
ბიუჯეტიდან (მაუწყებლის 2025
წლის ბიუჯეტი თითქმის 124 მლნ
ლარია) ათეულობით მილიონი
ლარით ფინანსდება და,
შესაბამისად, მისი ფუნქცია
და მიზანი პოლიტიკურად
ნეიტრალური და კომერციული
გავლენისაგან თავისუფალი,
საზოგადოებრივ
ინტერესებზე მორგებული
მრავალფეროვანი
პროგრამების მომზადება და
მიწოდება უნდა იყოს.
1744725848