თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის ₾150.7 მლრდ შეადგინა, საიდანაც 5.1% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2024 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა ₾33.1 მლრდ იყო.

2024 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა ₾6.6 მლრდ იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 56.

2024 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ₾82.1 მლრდ-ს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა ₾22.6 მლრდ-ს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან ₾17.3 მლრდ წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) ₾12.მლრდ-ს შეადგენდა.

კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის ₾68.7 მლრდ შეადგინა:

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2024 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები ₾3.2 მლრდ-ს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - ₾20.6 მლრდ-ს, რომლის სტრუქტურაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) ₾12.8 მლრდ შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით ₾2 მლრდ იყო.

ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით ₾164.5 მლნ-ს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ₾959.8 მლნ-ს შეადგენდა.