თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.4% - ქალია, ხოლო, 29.6% - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.7% თბილისშია, 15.5% - იმერეთში, 10.3% - ქვემო ქართლში, 10.2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.5% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%-ია.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8% ქალია, ხოლო 67.2% - კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5% შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5% - ომის მონაწილე, 10.9% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, ხოლო 2.1% - სხვა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო.
სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.6% - თბილისშია, 15.6% - იმერეთში, 12.6% - აჭარის არ-ში, 9.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 34.9%-ია.
2025 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 397.1 ათასი შეადგინა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი.