თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.8%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3%-იანი ზრდით, რამაც 2.78 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.09 და 0.24 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით.