თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი ვიზიტით საქართველოში გამოემგზავრა, სადაც თავისი დელეგაციით მონაწილეობას მიიღებს ოთხმხრივ შეხვედრაში. საუბარია საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მინისტრების შეთახმების რეალიზაციისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე, სადაც „მწვანე ენერგიის განვითარებისა და მიწოდების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“ განიხილება. 

ღონისძიება თბილისში 15 მაისს გაიმართება.

შეხვედრაზე მინისტრები მიღწეული შეთანხმებით დასახული ამოცანების შესრულების დაჩქარების საკითხებს განიხილავენ.