თბილისი (GBC) – ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენით სულ უფრო ნაკლები „შავი ოქროს“ მიწოდება ხდება ჯეიჰანის პორტის ტერმინალებში. ეს აზერბაიჯანის „აზერი–ჩირაგ–გიუნეშლისა“ და სხვა საკვანძო საბადოებზე ნავთობმოპოვების შემცირებას უკავშირდება.
სააგენტო Reuters-ის პროგნოზით, აგვისტოში ჯეიჰანის პორტში 17,75 მლნ ბარელი აზერბაიჯანული ნავთობი გადაიტვირთება. ივლისში ეს მაჩვენებელი 19,19 მლნ ბარელს შეადგენს.
Reuters-ის გათვლების თანახმად, მომდევნო თვეში, ივლისთან შედარებით, აზერბაიჯანული ნავთობის ყოველდღიური მიწოდება ამ მილსადენში 7,5%–ით შემცირდება.
SOCAR-ის მონაცემებით, მაისში ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით, რომელიც ქვეყნის ძირითადი საექსპორტო ხაზია, 17,515 მლნ ბარელი აზერბაიჯანული ნავთობი გადაიტვირთა.
იანვარ–მაისის პერიოდში კი მილსადენით 12.2 მლნ ტ აზერბაიჯანული ნავთობი (80 მლნ ბარელი) გადაიტვირთა.