თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ის არ შეცვლის ზრდის პერსპექტივებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
გალტ & თაგარტის ანგარიშის თანახმად, საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით 7.4%-მდე გაიზარდა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულზე შენარჩნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კვირაში ცენტრალურმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, "ვინარჩუნებთ ზრდის პროგნოზებს 2024 და 2025 წლისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას".