თბილისი (GBC) - 2025 წლის 26 ივნისის განცხადების შესაბამისად, Georgia Capital PLC-ის (GCAP) ცნობით, მისი 100%-იანი შვილობილი კომპანია, შპს Georgia Capital-მა, ფუტ-ოპციონი გამოიყენა და კუთვნილი 20%-იანი წილი GWP-ში გაყიდა. ფულადი ტრანზაქცია დღეს დასრულდა.  

GCAP-ის ცნობით, ტრანზაქცია უკვე დასრულდა და ფულადი შემოსავალი სრულად მიღებულია – $70.4 მლნ-ის ოდენობით.

მათივე განცხადებით, შემოსული თანხების გამოყენების მიზნობრიობა, GCAP-ის 360 გრადუსიანი კაპიტალის მართვის ჩარჩოს შესაბამისად, გამოცხადდება Georgia Capital PLC-ის 2025 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევარი წლის ფინანსურ შედეგებთან ერთად, რომლის გამოქვეყნებაც დაგეგმილია 2025 წლის 6 აგვისტოს.

შეგახსენებთ, GCAP-მა Georgia Global Utilities-დან სრულად გასვლაზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა და ამავე პერიოდში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანურ ჰოლდინგს Aqualia-ს Georgia Global Utilities-ში დარჩენილი 20%-იანი წილიც უნდა გამოესყიდა.