თბილისი (GBC) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია.

სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2024 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს:
 

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 558.4 მილიონი ლარი (გეგმის 121%);
  • სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 584.8 მილიონი ლარი (გეგმის 105%);
  • შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393.5 მილიონი ლარი (გეგმის 110%);
  • შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35.9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %).