თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა ₾273.8 მლნ შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (67%) შეადგენდა, ხოლო 33%-ს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.8% ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 70.3% საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7% კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.3% წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 57.8% საერთაშორისო იყო, ხოლო 42.2% – ადგილობრივი.

საქსტატის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 2025 წლის განმავლობაში გააგზავნეს 16.4 მილიონი ამანათი და 7 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია.

2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.6 ათასს და მათ შორის 1.8 ათასი იყო კურიერი და ფოსტალიონი.