თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 3.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, ფასები ძირითადად გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5%) ქვეჯგუფებზე. საავადმყოფოების მომსახურება კი 0,2%-თაა გაძვირებული.
რაც შეეხება ფასების შედარებას წინა თვესთან შედარებით, საქსტატის ინფორმაციით, ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1%-ით.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა - 1.5%,
- ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 1.4%,
- საავადმყოფოების მომსახურების ფასები კი არ შეცვლილა.
ამასთან, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.