თბილისი (GBC) - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. ამით, საქართველო 107 ქვეყანა გახდა, რომელიც ჯანმოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

მალარიისგან თავისუფალი არიან რეგიონის სხვა ქვეყნების დიდი ნაწილიც. ეს სტატუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სომხეთს 2011 წელს მიანიჭა, რუსეთს 2012 წელს, აზერბაიჯანს კი 2023 წელს. მალარიისგან თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში არ არის თურქეთი.

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.