თბილისი (GBC) –  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც კომპანია  1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 6.5 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განახლდება, 53 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 27 საკვანძო ჭა და 17 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

“აღსანიშნავია, რომ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე არსებული წყალსადენის ხანდაზმული ქსელების  შეცვლასთან ერთად,  აუცილებელი იყო ახალი ქსელის განვითარება. სარეაბილიტაციო პროექტის მიზანი სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა”  - გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სექტემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დაასრულებს.