თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 ოქტომბრის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეების რუსეთში უვიზოდ შესვლის საფუძვლები გააფართოვა. ამის შესახებ პუტინის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის ოფიციალურ საიტზე ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით შეეძლებათ.

ეს ცვლილებები პუტინის გასული წლის განკარგულებაში შევიდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ითვალისწინებდა. პუტინის მაშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრემლის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა.