თბილისი (GBC) – მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და თბილისის დროით 11:25 საათისთვის Brent და WTI თითქმის თანაბარი პროცენტული მაჩვენებლებით იაფდება.

ლონდონის ბირჟაზე ამ დროისთვის Brent–ის მარკის ნავთობი 0,75%–ს კარგავს და ბარელის ფასი $84,77–ს შეადგენს.

ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI კი 63%–ით არის გაიაფებული და ბარელი $77,44 ღირს.

ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა თანახმაა რუსული ნავთობისთვის ფასის ზედა ზღვრის $65–70 ფარგლებში დაწესებაზე. თუმცა, პოლონეთი $30–იან ზღვარს ითხოვს, წერს გაზეთი Politico ხუთშაბათს, რომელიც ევროკავშირის დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.

რაც შეეხება ლარს, ხუთშაბათს Bloomberg-ის პლატფორმაზე ქართული ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს და მცირედი გამყარების შემდეგ უმნიშვნელოდ გაუფასურდა. ამ დროისათვის, $1 2,7150 ლარი ღირს. ლარის წლიური გამყარება დოლართან მიმართებით 12,13%–ს შეადგენს.