მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების წლიური პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 %-ით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1 %-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 %-ით, რაც -1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5 %-იანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.