თბილისი (GBC) - მინისტრის საპარლამენტო საათზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ციფრული ჰაბის პოტენციალზე განაცხადა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა  შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირზე, ასევე, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების“ ფორმირებაზე.

გრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია“. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1 000-მდე სოფელს ექნება ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პლატფორმაზე Do IT in Georgia, რომელიც ხორციელდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში და IT პროფესიებში კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2024 წელს, ჯამურად, 2 000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.

ვიცე-პრემიერი დეპუტატების კითხვებს 19 სთ-დან უპასუხებს, შესვენების შემდეგ. მ.შ. უშუქო სოფლების ენერგომომარაგებაზე; ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ასევე ფოთის პორტის გაფართოებაზე.