თბილისი (GBC) – ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.

სემეკის ბოლო მონაცემებით, ქსელში ჩართული 814 აბონენტის სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 43 მეგავატი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ზაჰესის დადგმულ სიმძლავრეს აღემატება, რომელიც 36,8 მეგავატს შეადგენს. 

“თელასის” გამანაწილებელ ქსელში 239 ელექტროსადგურია;
“ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 575 ელექტროსადგური.