თბილისი (GBC) –  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი GBC-სთან საუბარში  საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 9 ადგილით დაქვეითებას ახალ რეგულაციებს უკავშირებს, რომლებიც ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებულმა ეკონომიკურმა კანონებმა წარმოქმნა.

რაქვიაშვილის აცხადებს, რომ აღნიშნულ ინდექსში დაწინაურებისთვის საჭიროა ნაკლები რეგულაცია. ამის მაგივრად კი გვაქვს მოცემულობა, რომ მთავრობის დაინიცირებული  და გატანილი ყველა კანონი შეზღუდვებსა და რეგულაციებს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 35-ე ადგილი დაიკავა.