თბილისი (GBC) – ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში.