თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.9%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 9.3%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 9.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით.

2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3%-იანი კლებით, რამაც -4.19 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.9%-ით.

ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.47 და 2.28 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.8%-ით.