თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის  ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი).

ცნობისთვის, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.