თბილისი (GBC) - Moody’s Investors Service-მა ყაზახეთის საფინანსო ჯგუფის Halyk-ის გრძელვადიანი სადეპოზიტო რეიტინგი Baa1 სუვერენულ დონემდე გაზარდა, „სტაბილური“ პროგნოზით.
რაც ქვეყნის რეიტინგის გაზრდით არის განპირობებული. ყაზახეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Baa2-დან Baa1 დონემდე და პროგნოზის „პოზიტიურის“ „სტაბილურამდე" გაუმჯობესების შედეგად.
Moody’s-ში ელიან, რომ ბანკი დაკრედიტების ზრდის ბოლო 3 წლის ტრენდს შეინარჩუნებს. ამასთან გაზრდილი ეკონომიკური მდგრადობა რისკებს ამცირებს.
რეიტინგი ასახავს საოპერაციო სივრცის გაუმჯობესებას. რაც კაპიტალის, ლიკვიდურობის და მოგებიანობის ზრდის შესაძლებლობას აჩენს და ამასთან, ვოლატილობას შეამცირებს.
H1/2024 - ის მონაცემებით, ბანკის საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხები 7.2%-მდე შემცირდა. 2021 წელს - 8.6%, 2020 წელს კი 12.3% იყო.
ამასთან Moody’s-ში აღნიშნავენ, რომ ბანკს ძლიერი ფრენჩაიზი აქვს, რაც მაღალი მომგებიანობით გამოიხატება, საშუალო აქტივებზე 4% უკუგებით.
“ხალიკ ბანკი საქართველოს” უკან დიდი ყაზახური კაპიტალია, რომელიც ამ მდგრადობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
Halyk-ი ყაზახური ჯგუფია სხვადასხვა სექტორში ოპერირებს (საბანკო, სალიზინგო , საბროკერო ). ბანკი ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე 1998 წლიდანაა დალისტული, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან, Astana International Exchange -ზე კი 10/2019 -დან.
H1/2024 -ისთვის აქტივებმა 16,750 ტრილიონი ტენგე(₾ 95 მილიარდი; $35 მილიარდი)
საქართველოს ბაზარზე ბანკი , ყაზახური კაპიტალით, 900 მილიონიანი აქტივით არის წარმოდგენილი.
7M2024
₾ |
2023
₾ |
||
აქტივები | 891,771,000 | 905,712,000 | |
სესხები | 709,560,000 | 723,753,000 | |
სულ,ვალდ-ი | 645,749,000 | 669,903,000 | |
დეპოზიტები | 169,470,000 | 152,302,000 | |
მ.შ. იურ/პირ | 93,404,000 | 86,628,000 | |
წმ. მოგება(ზრლ) | 11,213,000 | 20,187,000 | |
₾₾₾₾₾₾₾₾ | ₾₾₾ ₾ | ₾₾₾ ₾ |