თბილისი (GBC) – გახარიას გუნდთან შეუთანხმებლად, დამოუკიებლად ნაბიჯს არ გადადგამს, - განაცხადა ხაზარაძემ, მასთან შეხვედრის შემდეგ.

ასე რომ გახარია წერტილს ჯერ კიდევ ვერ სვამს და მხარეები მე-3 რაუნდისთვის ემზადებიან. ხაზარაძის თქმით მთავარია ამომრჩეველს აჩვენონ ნამდვილი კოალიცია, თუ როგორ შეიძლება  იდეის გარშემო გაერთიანება.

მისი თქმით, კოალიციაში ვის რა წონა აქვს ნაკლებად მნიშვნელოვანია. იგივე თქვა, რაც I რაუნდზე გახარიამ, რომ პერსონალური ეგოები უკან უნდა გადაიწიოს.

"ძლიერი საქართველოსთვის" (ლელო; ანა დოლიძე ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი; მოქალაქეები) ერთ-ერთ ლიდერს და "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას მე-3 რაუნდის შეხვედრის დრო და ადგილი არ დაუსახელებია.

ოთხშაბათის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში და პირისპირ გაიმართა.