თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4%-ით არის გაზრდილი.

4Q25-ში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1%).

საქსტატის მონაცემებით, 4Q25-თან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5%-ით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2025 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.