თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) წლიური საბონუსე აქციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, 2025 წელს შესრულებული სამუშაოსთვის. შარშანდლისგან განსხვავებით, წელს აქციები მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯერებს გადაეცა. 

£0.01 ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივი აქციები, (როგორც ფიქსირებული ანაზღაურება) მენეჯერებს გადავადებული აქციების სახით, ანაზღაურების სქემის ფარგლებში გადაეცათ, რომელთა განაღდებასაც თავიანთი ხელშეკრულებების მიხედვით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შეძლებენ.

6 მენეჯერს ჯამში 20,393 ჩვეულებრივი აქცია გადაეცა, ტრანზაქცია კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 იანვარს ჩაიხურა.

თითო ჩვეულებრივი აქციის ღირებულება დღეის მდგომარეობით ლონდონის საფონდო ბირჟაზე £39.65-ია, შესაბამისად, საბონუსე აქციების ღირებულება ≈£0.8 მლნ-ია.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პირველად, საბონუსე აქციები 2024 შესრულებული წლისთვის მაღალი რგოლის მენეჯერებთან ერთად, საშუალო რგოლის მენეჯერებსაც გადაეცათ. შარშან, აქციების მიმღებთა ნუსხაში ოლივერ ჰიუსი, ბიძინა მაცაბერიძე, გვანცა მურღვლიანი და ნიკოლოზ ღვაბერიძეც იყვნენ. ყველაზე მეტი აქცია შარშანაც ვახტანგ ბუცხრიკიძეს ერგო. 

2025 წლის სამუშაო წლისთვის, ფიქსირებული ანაზღაურება აქციებით შემდეგნაირად გადანაწილდა: 

პიროვნება

პოზიცია

გადაცემული აქციების რაოდნეობა

ვახტანგ ბუცხრიკიძე

TBC PLC-ის CEO

13,566 აქცია

გიორგი მეგრელიშვილი

TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე

1,132 აქცია

ნინო მასურაშვილი

TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე

1,211  აქცია

თორნიკე გოგიჩაიშვილი

TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე

1,109 აქცია

გიორგი (გოგა) თხელიძე

TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე

2,266 აქცია

ნიკა ქურდიანი

TBC PLC-ის უზბეკეთის ოპერაციების CEO

1,109 აქცია

სულ

 

20,393  აქცია / ≈£0.8 მლნ