თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
შემოსავლების სამსახური ასევე აცხადებს, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.