თბილისი (GBC) - ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25 735 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.